მოველენების პირისპირ

მნიშვნელოვნად მიმაჩნდა ყოველთვის საზოგადოებაში მიმდინარე პროცესების მეცნიერული ხედვისა და მეცნიერული ჟურნალისტიკის პროპაგანდა. ვთვლიდი და ვთვლი დღესაც, რომ ჩვენი ეპოქის ძლიერი მეცნიერულ-ტექნიკური პროგრესის პირობებში, როდესაც სულ უფრო და უფრო იზრდება მეცნიერების როლი საზოგადოების ცხოვრებაში, დიდი ყურადღება უნდა დაეთმოს სოციალურ სფეროში მიმდინარე პროცესების მეცნიერულ ანალიზსა და შეფასებას. ხშირად, სენსაციური ეფექტების მიზნით გაკეთებული სპეკულაციური განცხადებებით გადატვირთულ მედია სივრცეში ადამიანს უჭირს იყოს ადეკვატური, სწორად შეაფასოს რეალობა და იცხოვროს თავის დროსთან ერთად. მეცნიერება კი, როგორც სოციალური ფენომენი, არის საზოგადოებრივი ცნობიერების ის ნაწილი, რომლის ძირითადი თავისებურებაა მოვლენათა არსის სიღრმისეული წვდომა და უამრავ ფაქტთა სიმრავლეში ზოგადი კანონზომიერებისა და აუცილებელი კავშირის ხედვა.
ცხოვრება ადამიანს სისტემატურად აყენებს არჩევანის წინაშე, კაცმა თვითონ უნდა განსაზღვროს თავისი ბედი, თვითონ უნდა მიიღოს გადაწყვეტილება და თვითონვე აირჩიოს ზნეობრივი პრინციპი მოქმედებისათვის. მთავარი საყრდენი და ორიენტირი კი ამ დროს მისთვის არის მეცნიერული აზრი და რაციონალური აზროვნება; მაგრამ ამგვარი აზროვნებისა და ანალიზის უნარი არ არის არავის თანდაყოლილი თვისება, მას აღზრდა და განვითარება ჭირდება. კარგად აქვს სტალინს ნათქვამი: „ყოველთვის, როდესაც აღმოვაჩენთ, რომ რაიმე გარემოება ძლიერია უფრო ვიდრე ჩვენ, ეს ნიშნავს იმას, რომ ჩვენ ვართ სუსტი ამ გარემოებაზე“. აშკარაა, რომ ადამიანმა მუდმივად უნდა იზრუნოს თავისი შესაძლებლობების გაძლიერებასა და გაზრდაზე. პასკალი წერდა: “ადამიანის მთავარი თვისებაა აზროვნება, მოდით ვიაზროვნოთ ღირსეულად“. თუმც ამ დროს უნდა შევეგუოთ იმ ფაქტსაც, რომ შემეცნების პროცესი ხშირად წინააღმდეგობრივია, ყოველთვის შემოსაზღვრული და ფარდობითი და ადამიანი, როგორც სასრული არსება, ვერასოდეს ვერ მიწვდება ცხოვრებაში აბსოლუტს; მაგრამ სამაგიეროდ იმედის მომცემია ის გარემოება, რომ რეალობის რაციონალურად ხედვა, ობიექტურობა, პასუხისმგებლობის გრძნობა საკუთარ მოქმედებაზე და კიდევ უნარი იმისა, რომ წავიდეთ კომპრომისზე ყოველთვის, როდესაც არსებობს ამისი საჭიროება, გვაძლევს შესაძლებლობას ეფექტურად განვსაზღვროთ ჩვენი დროის ფასეულობანი და შეგნებულად ავირჩიოთ მომავლისკენ სავალი გზა.
ბოლოს მინდა აღვნიშნო, რომ ამ სტატიების კრებულს ვუძღვნი ბ-ნ ედუარდ შევარდნაძეს, მის მიმართ ჩემი უდიდესი პატივისცემისა და მადლიერების გრძნობით და კიდევ იმისთვის, რომ მისი, როგორც პოლიტიკური ლიდერის ხელში, ყოველთვის გადარჩენილად ვხედავ საქართველოს. დიდი მოაზროვნეები (ჰეგელი, გოეთე) წერდნენ, რომ საზოგადოებრივი აზრი არის ის, რასაც ფიქრობს ხალხი და რაც სურს ხალხს; საზოგადოებრივ აზრს ყოველთვის და ყოველ დროში გააჩნდა უდიდესი ძალა და მნიშვნელობა; განსაკუთრებით ეს ასეა დღეს, როდესაც წინა პლანზეა წამოსული და საყოველთაოდაა აღიარებული სუბიექტური თავისუფლების პრინციპი. მაგრამ უნდა ითქვას ისიც, რომ საზოგადოებრივ აზრში ხშირად არეულია ერთმანეთში არსებითი და არაარსებითი, ჭეშმარიტი და მცდარი, ჯანსაღი, არგუმენტირებული აზრი და ლაყბობა, რის გამოც თუ საზოგადოებრივი აზრი, ერთის მხრივ, იმსახურებს დიდ ყურადღებას და ანგარიშის გაწევას, მეორეს მხრივ განგვაწყობს ზოგჯერ უარყოფითად მის მიმართ. ნათქვამია, რომ საზოგადოებრივი აზრის ჭეშმარიტებაში ისმის ღვთის ხმა და ეს ნამდვილად ასეა: „ხმა ღვთისა და ხმა ერისა“, მაგრამ ზოგჯერ ბრბოს თვითდაჯერებულობა და სიჯიუტე იწვევს გარკვეულ გაღიზიანებას; გოეთე წერდა: „ბრბოს შეუძლია იმოქმედოს მუშტებით და მაშინ იგი საკმაოდ დიდი და ანგარიშგასაწევი ძალაა, მაგრამ მისი მსჯელობა ამ დროს არის უსუსური და აკლია არგუმენტირება“.
ამრიგად, საზოგადოებრივ აზრში ჭეშმარიტიც არის და მცდარიც; მაგრამ ჭეშმარიტების პოვნა მასში შეუძლია მხოლოდ ძლიერ პიროვნებას, იმას, ვინც არის ამ ეპოქის დიდი ადამიანი, ვისაც შეუძლია დაინახოს ეპოქის ჭეშმარიტი შინაგანი არსი და ხელი შეუწყოს ამ არსის განვითარებას. ასეთი ადამიანი შეძლებს გადალახოს ცრუ რწმენები, არ გაუწიოს ანგარიში მცდარს და არაჭეშმარიტს საზოგადოებრივ აზრში და იქონიოს ამავე დროს ღრმა რწმენა იმისა, რომ ყოველივე ნამდვილს და გონივრულს ხალხი აუცილებლად აღიარებს მომავალში. ბ-ნო ედუარდ! გისურვებთ ჯანმრთელობას და დიდი ხნის სიცოცხლეს.
გილდა სიხარულიძე
2013წ.




“რა გვინდა, რა შეგვიძლია, რა გვევალება” (“კომუნისტი”, 21 ივნისი, 1989წ.)

“დემოკრატიისათვის” (“ერი”, 1 მაისი, 1991წ.)

“შემოდგომა თუ ასევე დაიწყო” (“ერი”, 24 ივლისი, 1991წ.)

“ჩვენ უნდა ჩვენი ვშვათ მყობადი” (“ნათლისვეტი”, 1993წ. ინგრიკა, #7)

მეცნიერება უნდა დაიცვას კანონმა ("ნათლისვეტი, N8 19993")

“პრივატიზაცია, თუ სახალხო ქონების დატაცება?” (“ნათელისვეტი”, 1993წ. თიბათვე, #9)

“ჩირგვში ვზივარ, ვერვინ მოვა ჩემზედაო” (“კომუნისტი”, 30 აგვისტო – 5 სექტემბერი, 1996წ.)

“დეიდეოლოგიზირებული მეცნიერული ელიტა და დასამარებული ფილოსოფიური ტრადიციები. ღია წერილი მის უმაღლესობა ე.შევარდნაძეს” (“კომუნისტი”, 7 აგვისტო 1997წ)

“ელიტას” მხოლოდ მაშინ შეიძლება ეწოდოს ელიტა......” (“კომუნისტი”, 4-10 სექტემბერი, 1997წ.)

“მსოფლმხედველობა, ფილოსოფია, ადამიანი” (“კომუნისტი”, 25 სექტემბერი – 1 ოქტომბერი, 1997წ.)

“ნოსტალგია წარსულზე: საბჭოური ВАК–ი თუ ჩვენი “ყველაფრისაგან თავისუფალი დემოკრატიული სეს-ი” (“კომუნისტი”,16 – 22 ოქტომბერი, 1997წ.)

“SOS! SOS! SOS! დროა მივხვდეთ, რომ ვიღუპებით. ფილოსოფოსის მწარე ფიქრები” (“იბერია – სპექტრი”, 12 – 18 ნოემბერი, 1997წ.)

“ტერორი ქვეყანაში მარტო ის როდია, როდესაც პრეზიდენტს ესვრიან” (“შანსი”, 13-14 მაისი, 1998წ.)

“ვერაფერს მისცემ კაცობრიობას, თუ შენი ერის არ იცი ფასი ” ("თვალთაი”, 3 – 9 ივნისი, 10 – 16 ივნისი, 17 – 23 ივნისი, 1998წ.)

“როდემდე გაგრძელდება განუკითხაობა”(“ლიტერატურული საქართველო”, 18 – 25 სექტემბერი, 1998წ.)

ერთხელ კიდევ თავისფლების, მოვალეობისა და პასუხისმგებლობის შესახებ (ჟურნალი "მიჯნა", N1-2, 1999წ)

“ჩვენი იდეოლოგები, ანუ როგორ დაგვსვეს “გაგიჟებულ მრუდზე” (“ჭყონდიდელი, მარტი, #3, 1999წ.)

“მედიტაციები ედუარდ კოდუას “მედიტაციების” გამო. ვიბრძოლებ, ვიდრე ჩემს ქვეყანაში კანონი არ იკანონებს” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 17-18 აგვისტო,1999წ.)

“მეცნიერული მსოფლმხედველობა და ეროვნული იდეოლოგია” (განათლება, მეცნიერება, ბიზნესი. ნოემბერი, 2000წ.)

“დრო არ ითმენს. ფილოსოფიის აღმზრდელობითი ფუნქციის, მეცნიერული მსოფლმხედველობისა და ეროვნული სახელმწიფო იდეოლოგიის შესახებ” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 28 იანვარი, 2000წ.)

“ზნეობრივი არჩევანის წინაშე” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 19 დეკემბერი, 2000წ.)

“მონოპოლიამ ინტელექტზე უნივერსიტეტში საშიში ფორმები მიიღო” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 31 მაისი,2000წ.)

“მამის სული დაგვავიწყდა” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 6 ოქტომბერი, 2001წ.)

“თავისუფალი არჩევანი – რისკი და პასუხისმგებლობა. ფილოსოფიის როლი საზოგადოებრივი ცნობიერების ჩამოყალიბებაში” (“საქართველოს რესპუბლიკა”,9 იანვარი, 2002წ.)

“ვდგავართ ახლის დაბადებისა და ჩამოყალიბების წინაშე” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 22 მაისი, 2002წ.)

“ვაი თავისუფლებისაგან” (“საქართველოს რესპუბლიკა”, 1 თებერვალი, 2003წ.)

“ვილაპარაკოთ კანონის ენაზე” იმისათვის რომ გავიგოთ, რა ხდება სეს-ში,აუცილებელია შეიქმნას კომისია. (“საქართველოს რესპუბლიკა”, 27 თებერვალი, 2004წ.)