Я училась у них


Они сумели выразить своё время и дали мне веру в вечное


БАКРАДЗЕ Константин Спиридонович
(1898-1970)




БАКРАДЗЕ Константин - грузинский философ и логик. В 1918 поступил в Тбилисский университет, учился у Ш. Нуцубидзе. В 1922-1925 - в Германии, где работал у Гуссерля, И. Кона, Р. Кронера. По возвращении работал в Тбилисском университете и академическом Институте философии, член АН Грузинской ССР. Основные работы (первые публикации, за редким исключением, - на грузинском языке): "Проблема диалектики в немецкой философии" (1929); "Система и метод в философии Гегеля" (1936); "Логика" (1946); "Логика" (1951, на русском языке); "Очерки по истории новейшей и современной буржуазной философии" (1960, на русском языке); "Экзистенциализм" (1962); "Прагматизм" (1965); "История новой философии" (1969) и др. Основная сфера интересов Б. - история философии. Развитие европейской философии понимается как единый, внутренне связанный процесс последовательного развертывания мысли. Сама философия понимается как дисциплина, делающая предметом познания само познание и разрабатывающая категориальную сетку культуры. Центральная ее проблема, при решении которой и разворачивается все многообразие вариантов решений, - субъект-объектное отношение. Оно, в свою очередь продуцирует три группы проблем: 1) проблему объективной действительности, без решения которой нельзя построить теорию познания; 2) проблему познания как объективного знания; 3) проблему метода. Универсальный метод познания - диалектика, разработанная в немецкой классической философии. В связи с этим утверждением Б. и саму философию трактует как диалектику. Историко-философские анализы Б. охватывают временной период от эпохи Возрождения до второй половины 20 в., однако ключевой период европейского философского развития для Б. - классический немецкий идеализм, а основная фигура - Гегель. Б. понимает немецкую классическую философию как внутренне цельное "монистическое" явление (от Канта через Фихте и Шеллинга к Гегелю), как философию сободного и бесконечного субъекта (трансцендентального субъекта, "сознания вообще"). В основе анализа - триадич-ная схема (субъект-раздвоение субъекта - возвращение субъекта к самому себе или: бесконечный разум - ограничение разума - познание разумом себя и восстановление бесконечности). Эту схему, вернее ее имплицитное воплощение, он обнаруживает уже у Канта, наиболее эксплицитное ее выражение - у Гегеля. Проблема познающего субъекта - обнаружение своей бесконености в конечном. Как наиболее яркое воплощение философии субъекта Б. анализируется система Фихте. Основная проблема философии Шеллинга - возможность перехода от абсолютного к его противоположности (как абсолютное может выйти за свои пределы). В качестве второй объединяющей идеи Б. рассматривает становление и развитие диалектики, связанное с устранением "вещи в себе", ограничением рассудка и прорывом к разуму, проведением последовательного монизма. В то же время Б. показывает как одно из основных противоречий идеалистической диалектики - неустранимый из нее дуализм, что им было продемонстрировано на примере гегелевской системы, допускающей свое "прочтение" и как теории воплощения, и как пантеистической концепции. В то же время Б. отстаивает единство системы и метода у Гегеля, рассматривая метод как познанную форму внутреннего, собственного движения содержания, или абсолюта, идеи духа. Кроме историко-философской проблематики Б. известен своими разработками предмета логики, синтезирующим подходом к проблеме соотношения формальной и диалектических логик. В.Л. Абушенко



ბ-ნი კოტეს ფილოსოფიური ეკზისტენცია იყო არა მხოლოდ არსებული დროითი მომენტის შეგრძნება, არამედ ჭეშმარიტების ჭვრეტის დიდი უნარიც. ის ხაზს უსვამდა პიროვნების ინდივიდუალურობის ძალას და იმასაც, რომ ბუნებაში ადამიანი, ცხოველისაგან განსხვავებით, არ არის დაცული ინსტინქტით.

მის გვერდით ხედავდი, რომ სამყარო რთულია, წინააღმდეგობრივი და შემთხვევითობით აღსავსე, სადაც ხშირად ვკარგავთ წონასწორობას, გამუდმებით ვეძებთ საყრდენს და ორიენტირს ცხოვრებაში, გვიჭირს გადაწყვეტილების მიღება და გარკვევა იმისა, თუ რა უნდა ვიცოდეთ და რისი უნდა გვჯეროდეს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სწორი არჩევანი, მით უმეტეს მაშინ, თუ ვიცით, რომ არ უნდა გვქონდეს სასწაულების რწმენა და ავტორიტეტების იმედი.

მასთან ხვდებოდი, რომ სამყარო უსასრულოა, ადამიანი კი სასრული და ამის გამო მუდმივად იარსებებენ კითხვები: საიდან? სად? საით? რწმუნდებოდი, რომ არ არსებობენ აბსოლუტები, რომ ჩვენი ცოდნა სამყაროს შესახებ ყოველთვის არასრულია, ცვალებადი და მიუხედავად ამისა საზოგადოებამ უნდა შეინარჩუნოს მდგრადობა, ხოლო თითოეულმა ადამიანმა კი რწმენა იმისა, რომ შეუძლია იპოვოს თავისი თავი და თავისი ადგილი ცხოვრებაში. იგებდი, რომ ადამიანი არის ყველაზე დიდი საიდუმლო ამ ქვეყანაზე, რომელიც ვერასოდეს ვერ ახსნის თავის თავს გარედან, მაგრამ რომელსაც მინიჭებული აქვს თავისუფლება და მას, როგორც თავისუფალ არსებას, უფლება აქვს, თუმც ყოველთვის გარკვეული საშიშროების და რისკის ფასად, გააკეთოს საკუთარი არჩევანი, განსაზღვროს თავისი მორალი და ყოფიერების საზრისი.

ბ-ნი კოტე აჩვენებდა, რომ ფილოსოფია მეტია, ვიდრე უბრალოდ შემეცნება, რომ ეს არის კომპლექსური, შემეცნებითი და შეფასებითი მიმართება სამყაროსთან და ფილოსოფოსის, როგორც არა მხოლოდ უბრალო შემმეცნებლის, მიზანია გამოხატოს თავისი ეპოქის სული და განსაზღვროს ამ ეპოქის ისტორიული საზრისი. ფილოსოფოსი უნდა შეეგუოს იმ აზრს, რომ იგი ვერასოდეს ვერ მოიძიებს აბსოლუტებს უსასრულო სამყაროში, მაგრამ ყოველ ეპოქას გააჩნია თავისი ძირითადი ფასეულობები და მისი, როგორც ფილოსოფოსის მთავარი საქმეა ამ ფასეულობათა განსაზღვრა, გადასინჯვა და დროის მიხედვით პერიოდული გადაფასება.

ბ-ნ კოტეს ქონდა თავისი დროის მძაფრი შეგრძნება და მასთან ერთად დიდი უნარი იმისა, რომ ადექვატურად აღექვა და შეეფასებინა ყოველთვის წარსული; იგი, როგორც ილია იტყოდა, კარგად გრძნობდა, თუ “სადამდის შეუძლიან გაიწვდინოს ხელი ან ძველის მცველმა და ახლის უარმყოფელმა, ან ძველის უარმყოფელმა და ახლის მდომელმა, რომ ჭეშმარიტ კონსერვატორობას და ლიბერალობას არ გასცდეს”. მისი ინტერესების სფერო იყო ძალიან ფართო, შადრევანივით ჩქეფდა მისგან ახალი იდეები და ამიტომაც იყო სწორედ, რომ იგი უდიდეს სტიმულს აძლევდა ყველას, ვისაც იზიდავდა ჭეშმარიტება, აინტერესებდა შემეცნების თეორია და სურდა აემაღლებინა დამოუკიდებელი აზროვნების უნარი.

ბ-ნი კოტე კარგად ხედავდა კლასიკური მსოფლმხედველობის სუსტ მხარეებს, კარგად გრძნობდა ახალი რეალობის ძლიერ დინამიზმს და ამიტომაც ხშირად აღნიშნავდა რელატივისტური ხასიათის კომპონენტების მნიშვნელობას ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ფორმირებაში.

იგი, როგორც ფორმალური ლოგიკის ძირძველი წარმომადგენელი, კარგად იცნობდა აბსტრაქტული და ზუსტი მათემატიკური აზროვნების ძალასა და სპეციფიკას, მაგრამ ამავე დროს მიუთითებდა იმაზეც, რომ მეცნიერებისათვის საჭირო იყო ჯერ ადექვატური ხერხებით გრძნობადი აღქმის სფეროდან ამაღლება, რითაც უნდა შეიქმნას სამყაროს მარტივი და ნათელი სურათი და მხოლოდ ამის შემდეგ მცდელობა იმისა, რომ გრძნობადი ასახვით მიღებული ეს შედეგები შეიცვალოს თეორიული სურათით.

ამგვარად ბ-ნი კოტე შემეცნების თეორიაში ამკვიდრებდა აზრს, რომ ბუნების მოვლენათა კვლევის პროცესში აუცილებელია თავდაპირველად განისაზღვროს ბუნების ზოგადი, ელემენტარული კანონები და მხოლოდ ამის შემდეგ მათგან აიგოს სამყაროს საერთო, თეორიული სურათი ჰიპოთეზურ – დედუქციური მეთოდის თანმიმდევრული გამოყენებით; ანუ ზოგად ელემენტარულ კანონებამდე არ მივყავართ ლოგიკას და ანალიზს, ასეთი კანონების წვდომისათვის საჭიროა ცდის მონაცემების ინტუიციური ხედვა, ხოლო, თავის მხრივ, ამგვარ ხედვას გააჩნია გარკვეული თავისუფლების ხარისხი, რითაც თეორიულ კონსტრუქციებს შესაძლოა დაეკარგოთ თვალსაჩინოება.

პირად საუბრებში ბ-ნი კოტე ერთდროულად იყო პოეტიც, ფილოფოფოსიც და ბუნებისმეტყველიც და საოცრად აძლიერებდა მსმენელში შემოქმედებითი აზროვნების უნარს. მას თავისუფლად და ადვილად შეჰყავდა მსმენელი შემეცნების თეორიის სფეროში და ყოველთვის, როდესაც აჩვენებდა მას, თუ როგორ განსაზღვრავენ თეორიულ სისტემას ცდისეული მონაცემების ინტუიციური ჭვრეტით მიღებული ჰიპოთეზური კონსტრუქტები, ხაზს უსვამდა იმავე დროს იმასაც, რომ არავითარი სხვა გზა დაკვირვებადი ფაქტებიდან თეორიამდე არ არსებობს; რომ ჩვენი ცოდნა სამყაროს შესახებ დაფუძნებულია ყოველთვის პრინციპებზე, რომლებიც არასოდეს არ გამომდინარეობენ პირდაპირ ცდიდან ანალიზის გზით, არამედ არიან ცდის ინტუიციური ჭვრეტით მიღებული აზრობრივი კონსტრუქტები და რომ ასეთია და მხოლოდ ასეთი ემპირიული მონაცემების აბსტრაქტული ხასიათის თეორიულ სისტემებთან ერთადერთი შესაძლო კავშირი.

აკავშირებდა რა ამგვარად ერთმანეთთან ლოგიკურ სიზუსტესა და თვალსაჩინოებას, ამით ბ-ნი კოტეს მსოფლმხედველობა პრინციპულად განსხვავდებოდა პრაგმატისტული, პოზიტივისტური, პოსტპოზიტივისტური, ეკზისტენციალური და პოსტმოდერნისტული ხასიათის მსოფლმხედველობებისაგან და ეს იყო სწორედ მისი ეპისტემოლოგიური პოზიციის ის მთავარი ნაწილი, რაც, თავის მხრივ, იძლეოდა ძალზედ საინტერესო გზას ჰუსერლის ფენომენოლოგიის სრულიად ახლებური ინტერპრეტაციისათვის. დღესაც მეცნიერებაში და ფილოსოფიაში წინა პლანზე დგას ამ ძირითადი ეპისტემოლოგიური პრობლემის გარკვევის საკითხი და აქედან გამომდინარე შეიძლება ითქვას, რომ ბ-ნი კოტე მუშაობდა ჩვენი საუკუნის თეორიული აზროვნების პრობლემათა კვლევის ყველაზე აქტუალურ სფეროში.

ბედნიერი ვარ და ვამაყობ იმით, რომ ვიყავი ასეთი ადამიანის მოწაფე, ვმუშაობდი მისი უშუალო ხელმძღვანელობით და მუდმივად ვგრძნობდი მისგან დიდ მეცნიერულ და მორალურ მხარდაჭერას.

გილდა სიხარულიძე











МИРИАНАШВИЛИ Матвей Михайлович(1906 - 1975)




советский физик-теоретик, акад. АН Груз. ССР (1974). Р. в Тбилиси. Окончил Тбилисский ун-т, где в 1933 — 75 возглавлял кафедру общей физики (в 1959 — 71 —также проректор), в 1943 - 51—директор Ин-та физики и геофизики АН Груз. ССР.

Работы посвящены квантовой электродинамике, теории ферритов, общей теории относительности, космологии. Исследовал физические основы общей теории относительности, ее тетрадные и неголономные формулировки, предложил новые методы интегрирования уравнений Эйнштейна.





ბ-ნი მათე; ფიზიკა, როგორც მსოფლმხედველობა და დიალოგი სამყაროსთან

ვისაც ერთხელ მაინც მოუსმენია ბ-ნი მათეს ლექცია, არ დაავიწყდება მისი აზრის გადმოცემის საოცრად ნათელი. ზუსტი და მიზანდასახული ფორმა. რთული, ბუნდოეანი, ერთი შეხედვით მიუწვდომელი მეცნიერული მასალა მასთან ხდებოდა მარტივი, გასაგები და სრულიად მისაწვდომი. ყოველთვის, როდესაც მას უსმენდით, ერთის მსრივ. გაოცებდათ ბუნების მოვლენათა იდუმალი ხასიათი, ხოლო, მეორეს მხრივ, მეცნიერების ძალა. ბ-ნი მათეს მსოფლმხედველობის მთავარი საფუძველი იყო შემმეცნებელი სუბიექტისაგან დამოუკიდებელი ობიექტური სამყაროს არსებობისა და მისი შეცნობადობის ღრმა რნმენა.

მის ნაშრომებში მეცნიერული მასალა ყოველთვის წარმოდგენილია ფილოსოფიურ ასპექტშიც. იგი სისტემატურად ხაზს უსვამდა იმ გარემოებას, რომ მე-20 საუკუნის ფიზიკამ წინა პლანზე წამოსწია გნოსეოლოგიური ხასიათის პრობლემები, რომ ერთი რომელიმე ფუნდამენტური მეცნიერული თეორიიდან მეორე უფრო ახალ და ღრმა თეორიაზე გადასვლა საჭიროებს სერიოზულ მსოფლმხედველობრივ ანალიზსა და შეფასებას, რამაც უნდა გამოავლინოს შემეცნების ახალი ფორმები და მეთოდები, გაგვააზრებინოს განვითარებადი ცოდნის დინამიკა, შინაარსი და დაგვანახოს ის, რომ ყოველ უდიდეს იდეას, ისევე როგორც ადამიანებს, გააჩნია თავისი ბიოგრაფია. გენიალური იდეები არასოდეს არ აღმოცენდებიან ცარიელ ნიადაგზე. ისინი თავიანთი ფესვებით დაკავშირებულნი არიან ყოველთვის წარსულთან და წარმოადგენენ ამ წარსული კულტურის რთული და წინააღმდეგობრივი განვითარების ნაყოფს. ამიტომ არის, რომ ღირებულებათა რევოლუციური გადაფასების პერიოდში განსაკუთრებით იზრდება ინტერესი ფილოსოფიის მიმართ.

ისეთი დიდი მოაზროვნეები, როგორებიც არიან გალილეი, ნიუტონი, მახი, ბორი, აინშტაინი და სხვა მეცნიერებია ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით სწორედ იმიტომ, რომ ყველაფერ სხვასთან ერთად მათ ახასიათებდათ კვლევის ობიექტთან ფილოსოფიური მიდგომა. ისინი კარგად გრძნობდნენ, რომ დიდი ძვრები მეცნიერებაში ყოველთვის დაკავშირებულია სამყაროზე ყოველდღიური, ტრადიციული შეხედულებების რადიკალურ ცვლილებებთან და რომ ბუნების ახალი, უჩვეულო მოვლენების ცნობილი, დამკვიდრებუღი შეხედულებების ბაზაზე ინტერპრეტირების სურვილი ადამიანში ხშირად აღძრავს მეცნიერებისადმი ინტერესს, არანაკლებ ვიდრე ტექნიკური პროგრესი. სწორედ შემოქმედებითი პროცესისადმი ამ დიდ ინტერესს ნერგავდა ბ-ნი მათე თავის მსმენელთა და მკითხველთა წრეში.

იგი ცდილობდა ყველასათეის ეჩვენებინა სამყაროს ის განსაკუთრებული ხედვა, რაც განასხვავებდა ახალ თეორიას ძველისაგან და პასუხი გაეცა იმ ფილოსოფიური ხასიათის კითხვებზე, რასაც ბადებდა რევოლუციური ძვრები ფიზიკაში. წლების მანძილზე ბ-ნი მათე კითხულობდა "ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემების" კურსს ფილოსოფიის ფაკულტეტის სტუდენტებისათვის და ყოველთვის, როგორი წესი, ამახვილებდა ყურადღებას იმ გარემოებაზე, რომ თანამედროვე მეცნიერული აზროვნება მიმდინარეობს აბსტრაქციის უმაღლეს დონეზე, რის გამოც ახალი ცნებები შორდებიან ყოველდღიურ წარმოდგენებს და კარგავენ სიცხადეს. ამიტომ დღეს განსაკუთრებით საჭიროა ამ ცნებათა ფიზიკური შინაარსის დაზუსტება.

ბ-ნი მათე ცდილობდა ერთმანეთთან დაეკავშირებინა მეცნიერების ორი, თვისებრიეად საკმაოდ განსხვავებული დონე: უშუალოდ დაკვირვებადი ცდისეული მონაცემები და მეცნიერების ზოგადი პრინციპები. ამ კავშირის კვლევა ნარმოადგენს სწორედ გნოსეოლოგიის ერთ-ერთ ცენტრალურ პრობლემას. მეცნიერების არსს განსაზღვრავენ აქ ზოგადი პრინციპები. ხოლო გნოსეოლოგიური სასიათის კითხვები კი თავს იჩენენ მაშინ, როდესაც იწყება ლოგიკის სფეროში მოქცეული თეორიულიდან ემპირიულზე გადასვლის ცდა.

პირველი, რითაც იწყებდა ბ-ნი მათე ფიზიკის ფილოსოფიური პრობლემების განხილვას, ეს იყო ზოგადი პრინციპების ფიზიკური შინაარსის ანალიზი და მათი გამოყენების საზღვრის დადგენა. ცნობილია. რომ ადამიანის გონება მოწყობილია ისე. რომ ადამიანი ყოველთვის ცდილობს ძველი. მიჩვეული ცნებების საშუალებით ახსნას ახალი მოვლენა თუ პროცესი. იყენებდა რა ამ მომენტს, ბ-ნი მათე აჩვენებდა, რომ მეცნიერული რევოლუციების შედეგთა ანალიზის დროს ნებისმიერი უცხო მოვლენის თვისობრივი სიახლე ყველაზე კარგად შეიმჩნვეა მაშინ, როდესაც ძველი ცოდნის ბაზაზე მისი ახსნის ყველა ცდა ამოიწურება. ამიტომაც ყოველი ახალი მეცნიერული ფაქტი მას, როგორც წესი, შემოჰქონდა ისე, რომ კარგად ყოფილიყო წარმოდგენილი როგორც ძველი, ისე ახალი თვალსაზრისები, რათა შემდგომ მათ ურთიერთდაპირისპირებაში გამოკვეთილიყო მოცემული მოვლენის ძირითადი არსი და თვისებრივი სიახლე.

ასე განიხილავდა იგი პლანკის კვანტურ ჰიპოთეზას, პაიზენბერგის განუზღვრელობის პრინციპს თუ ბორის დამატებითობის მეთოდს. მის კურსში. რომელიც ფიზიკის ფილოსოფიურ პრობლემებს ეხება, საფუძვლიანი ასახვა ჰპოვა ყველა იმ მნიშვნელოვანმა გნოსეოლოგიურმა საკითხმა, რომელიც თანამედროვე ფიზიკამ წამოჭრა. იყო ეს რეალობის პრობლემა ფიზიკაში, მიზეზობრიობის საკითხი, მასისა და ენერგიის ურთიერთობა თუ სხვა. ყველა ამ მასალის განხილვისას ბ-ნი მათე ხელმძღვანელობდა დიალექტიკის თეორიის ღრმა ცოდნით, ილაშქრებდა მეტაფიზიკური დოგმატიზმის წინააღმდეგ და იძლეოდა შესანიშნავ მაგალითს იმისა. თუ როგორ უნდა განვითარდეს ფილოსოფია ახალი მეცნიერული აღმოჩენების საფუძველზე.

ეჭვგარეშეა. რომ თანამედროვე მეცნიერება, ცნებათა ძლიერი ფორმალური აპარატით და ახალი ექსპერიმენტული საშუალებებით, გაცილებით ახლოს მიდის რეალობასთან და უფრო მეტად სწვდება მის კანონზომიერებას, ვიდრე ეს ხდებოდა დასაკვირვებელი ობიექტის უშუალო გრძნობადი ჭვრეტის დროს; მაგრამ აშკარაა ისიც. რომ ამ გზით მიღებული ცოდნის ობიექტური სასიათის ჩვენება გაცილებით ძნელია, ეიდრე ეს იყო ადრე. ამან წარმოშვა სწორედ გნოსეოლოგიური ხასიათის უამრავი პრობლემა და მოითხოვა სუბიექტისა და ობიექტის ახალი ურთიერთობის ანალიზი, რამაც, თავის მსრივ, აჩეენა, რომ მეცნიერული კვლევა არ არის თურმე მონოლოგი, რომ როგორც ჰაიზენბერგმა თქვა: "დამთავრდა ეპოქა, როდესაც შეიძლებოდა ობიექტზე ლაპარაკი სუბიექტის გარეშე", ხოლო ბორის სიტყვებით: "ყოფიერების სცენაზე ჩვენ ერთდროულად ვართ მსახიობებიც და მაყურებლებიც".

ამრიგად, ჩვენი ეპოქის ადამიანმა დაინახა ახალი, რელატიური და პოლიფონიური სამყარო, სტატისტიკური კანონემით და ალბათობით, რომელსაც ღრმა ფილოსოფიური ანალიზი და შეფასება სჭირდებოდა. ამიტომაც იყო, რომ ამ პერიოდში ბ-ნ მათეს ძალისხმევით ფიზიკის ფავულტეტზე ჩამოყალიბდა და წლების მანძილზე ფუნქციონირებდა ფილოსოფიური სემინარი. რომელსაც მჭიდრო კავშირი პქონდა ქართული ფილოსოფიური სკოლის ისეთ ბრწყინვალე წარმომადგენლებთან,. როგორებიც იყვნენ კ.ბაქრაძე. ს.წერეთელი, ზ.კაკაბაძე და სხვ. ამ დროს და მათი უშუალო ხელმძღვანელობით დაიწყო ფიზიკის ფაკულტეტზე ფილოსოფიის სწავლება პროფილის მიხედვით. რის შემდეგაც წლების მანძილზე თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტის სტუდენტთა ბაზაზე ტარდებოდა საინტერესო საკავშირო კონფერენციები "ფიზიკის ფილოსოფიურ პრობლემებზე". ამ ხაზით მუშაობის დეტალური ანალიზი კარგად გვიჩვენებს, სხვათაშორის, იმას, თუ როგორ უნდა წარიმართოს რეალური რეფორმები განათლების სისტემაში.

მეცნიერთა და ფილოსოფოსთა ამგვარი მჭიდრო კავშირის შედეგი იყო ის, რომ საქართველოში სტუმრად ჩამოსული ნილს ბორი აღფრთოვანებული დარჩა ქართული თეორიული აზრის კულტურით და განსაკუთრებით კი იმით, რომ აქ ბრწყინვალედ იყო ინტერპრეტირებული მისი ,,დამატებითობის მეთოდი“ - ეს ინტერპრეტაცია ძირეულად განსხვავდებოდა იმ პერიოდში საზღვარგარეთ გავრცელებული პოზიტივისტური ინტერპრეტაციისაგან, რასაც ბორმა ,,სულელური ფილოსოფია" უწოდა. პოზიტივიზმის მიმართ იგივე პოზიცია გამოხატა თავის დროზე აინშტაინმაც. ეს ფაქტი ქართული თეორიული აზრის უდიდესი გამარჯეება იყო.

რა თქმა უნდა, ახალი, დიალექტიკური აზროვნების ესოდენ მაღალი დონე ჩეენში თავისით არ შექმნილა. ეს იყო ჩვენი პედაგოგების დიდი, თვისებრივად ახალი მუშაობის შედეგი, რაშიც ლომის წვლილი ბ-ნ მათეს ეკუთვნის. თეორიული აზროვნების ეს დიდი კულტურა უფლებას გვაძლევს ჩვენ დღესაც თამამად და ღირსეულად გავიდეთ მსოფლიო ფილოსოფიური აზროვნების ნებისმიერ ორბიტაზე. ჩვენი თაობა ბედნიერია იმით, რომ წლების მანძილზე გვიხდებოდა ამ საკითხებზე მუშაობა ბ-ნ მათესთან და მისი უშუალო ხელმძღვანელობით.

გილდა სიხარულიძე











Мамасахлисов Ваган Иванович (1907 - 1972)




советский физик-теоретик, акад. АН Груз. ССР (I960). Р. в Тбилиси. Окончил Тбилисский ун-т (1930), где работал (с 1937 — зав. кафедрой теоретической физики, с 1944 — декан физического ф-та). Работал также в Ин-те физики АН Грузинской ССР, где возглавлял отдел теоретической физики. Исследования в основном в области ядерной физики. Разработал кластерную модель ядра. Автор ряда учебников по теоретической и квантовой механике. Соч.: Избранные труды. — Тбилиси, Мецниереба, 1976.



ბ-ნი ვაგანი და თვისებრივად ახალი აზროვნება

"ვიდრე არ ჩავწედებით აზრით იმას, რაც არის, ვერასოდეს ვერ გავხდებით ნაწილი იმისა, რაც იქნება" - წერდა ცნობილი ფილოსოფოსი მარტინ ჰაიდეგერი, რომელიც ხაზს უსმევდა იმ გარემოებას, რომ მთავარი სფერო, საიდანაც მოდის დღეს ძირითადი დაკვეთები საზოგადოებისათვის არის მეცნიერება და მასთან შესაბამისობაში უნდა ჩამოყალიბდეს თვით ხელოვნებაც.

ჩვენმა საუკუნემ მოითხოვა სინამდვილის ასახვის ახალი, ხელოვნებისა და კონკრეტულ მეცნიერებათა ინტეგრირების ბაზაზე ჩამოყალიბებული მეთოდი, რომელიც არ დაიყვანება მხოლოდ ინტელექტის მუშაობაზე და ზუსტი მათემატიკური გამოთვლებისა და რაციონალურობის გარდა ეყრდნობა აგრეთვე ემოციურ აღქმებსა და მხატვრულ ხედვებს. ეს მეთოდი ავლენს მეცნიერის მთლიან კულტურას, მისი მუშაობის მანერას, სტილს, ინდივიდუალურ აზროვნებას და, აქედან გამომდინარე, ამჟღავნებს მისი, როგორც პიროვნების ძალასა და ღირებულებას.

ბ-ნ ვაგანის ლექციებს, განსაკუთრებით “კვანტურ მექანიკაში"' აუდიტორიაში შემოჰქონდა თავისუფლების საოცრად ძლიერი შეგრძნება და მასთან ერთად თვისებრიეად ახალი ემოციური სამყარო . იგი ნათლად გვიჩვენებდა, თუ როგორ გვაიძულებს მეცნიერება შემოვიტანოთ ახალი ცნებები და თეორიები, როგორ ხდება ტრადიციულ ფასეულობათა ძირეული გადაფასება და როგორი დრამატული კონფლიქტები ჩნდება პროგრესის გზაზე.

ყოველთვის, როდესაც ბ-ნი ვაგანი აღნიშნავდა სტატისტიკური ელემენტის შემოტანის აუცილებლობას კვანტური ობიექტის აღწერაში და აჩვენებდა იმას, თუ როგორ ამბობდა ფიზიკა უარს ელემენტარულ ნაწილაკთა აღმწერ ინდივიდუალურ კანონებზე, იქვე უსმევდა ხაზს, თუ რაოდენ დიდი გადატრიალება იყო ეს თეორიულ აზროვნებაში და რამდენად ძნელი იყო უარის თქმა საერთოდ მიზეზობრიობის მკაცრ, ტრადიციულ ფორმაზე.

ვუსმენდით მას და ვგრძნობდით, რომ შემოდიოდა ახალი ეპოქა: რთული. დიალექტიკური და პლურალისტური, სადაც თავისი ობიექტური ადგილი ეჭირა შემთხვევითობას და ღმერთი მოურიდებლად "თამაშობდა კამათელს". ბ-ნი ვაგანის ხალისიანად გაბრწყინებულ თვალებში ნათლად ჩანდა ყოველთვის, თუ თავად იგი კვანტური მექანიკის რომელ ინტერპრეტაციას უჭერდა მხარს: მას მოსწონდა, რომ პასიური, მჭვრეტელობითი სუბიექტის ნაცვლად მეცნიერებაში შემოდიოდა აქტიური, შემოქმედებითი სუბიექტი, რომ მეცნიერებაშიც იჭრებოდა “თავისუფლების" ცნება და აქაც ყურადღების ცენტრში დგებოდა ადამიანის პრობლემა. არ უნდა დავივიწყოთ ისიც, რომ ეს იყო პერიოდი, როდესაც ჩვენთან ბევრი აღვირახსნილი ლანძღავდა ბორს და ჰაიზენბერგს, როგორც პოზიტივისტებს და ამბობდნენ იმასაც კი, რომ მათ არ ესმოდათ თურმე კვანტური მექანიკა. ეს იყო პერიოდი, როდესაც ყველას კარგად ახსოვდა გენეტიკისა და კიბერნეტიკის ამგვარივე "მშვენიერი" ფილოსოფიური ანალიზებით წარმართული “ბრწყინვალე” ბრძოლების ისტორია და შესანიშნავი მეცნიერისა და მკვლევარის დუბინინის ბედი.

სამაგიეროდ, საქართველოში სტუმრად ჩამოსული ნილს ბორი აღფრთოვანებული დარჩა ქართული ფილოსოფიური სკოლის მიერ ახალი მეცნიერული მიღწევების ფილოსოფიური ინტერპრეტაციით, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო “დამატებითობის მეთოდის” გნოსეოლოგიური არსის შესანიშნავი და ღრმა გააზრება.

ბ-ნი ვაგანი ბ-ნ მათე მირინაშვილთან ერთად იყო სწორედ მთავარი ავტორი იმ ახალი მეცნიერული ხედვისა, რომელიც ჩამოყალიბდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტზე, ასევე ძლიერ ქართულ ფილოსოფიურ სკოლასთან (კოტე ბაქრაძე, სავლე წერეთელი, ლევან გოკიელი. ზურაბ კაკაბაძე) მჭიდრო კავშირში. ესაა თვისებრივად ახალი გასვლა სამყაროზე, როდესაც აღარ არის უკვე ერთმანეთისაგან იზოლირებული მეცნიერება და ხელოვნება; სადაც მოხსნილია წარსულში მეცნიერებათა დიფერენცირების შედეგად საბუნებისმეტყველო და ჰუმანიტარულ მეცნიერებებს შორის შექმნილი ტიხრები, რაც, როგორც წესი, იწვევდა თეორიული აზრის გარკვეულ ჩაკეტილობას და ხდებოდა პროფესიონალთა მოღვაწეობის გარკვეული შეზღუდვის მიზეზი.

ბ-ნი ვაგანი, რომელსაც უმაღლეს დონეზე ესმოდა ხელოვნება და ვისაც სისტემატურად ხედავდნენ კონსერვატორიის დარბაზში, განათებული სახით რომ უსმენდა კლასიკურ მუსიკას, მშვენივრად გრძნობდა გათიშული და იზოლირებული მეცნიერების ინტეგრირების აუცილებლობას და თავის ლექციებში ბრწყინვალედ აჩვენებდა თეორიული აზრის ძლიერ სწრაფვას განზოგადოებებისა და სინთეზისავენ. იგი კარგად გრძნობდა, რომ ეს სინთეზი მეცნიერებაში ფილოსოფიური ანალიზით უნდა განხორციელებულიყო და ამიტომაც იყო, რომ იგი წლების მანძილზე აწარმოებდა მეცნიერული აზრის ღრმა ფილოსოფიურ კვლევას და დიდხანს იყო ფაკულტეტზე ფილოსოფიური სემინარის ხელმძღვანელი.

მისი თავისუფლების მოყვარული სული აშკარად იყო აღფრთოვანებული კვანტური მექანიკით და იმ სიახლეებით, რაც ამ გზით შემოდიოდა თეორიულ აზროვნებაში; მაგრამ, მიუხედავად ამისა, შინაგანად და ქვეცნობიერად მას გააჩნდა მაინც დაუოკებელი სურვილი მეცნიერების საკითხების ფილოსოფიური კვლევების დროს მიეღო დასმულ კითხეებზე ზუსტი, განუზღვრელობის მომენტიდან თავისუფალი პასუხი. იგი მშვენივრად ხედავდა იმას, რომ მეცნიერებას საბოლოოდ გაუსხლტა ხელიდან აბსოლუტი, რომ ამ სფეროშიც გამოჩნდა ფენომენოლოგია და პლურალიზმი, აქაც შემოვიდა "თავისუფლების" ცნება, “არჩევანის პრობლემა" და თვით მეცნიერიც დადგა გადაწყვეტილების მიღებისა და მასზე პასუხისმგებლობის აუცილებლობის წინაშე. ბ-ნმა ვაგანმა კარგად იცოდა კანტიც, ჰუსერლიც, მაგრამ მაინც ჰქონდა მსუბუქი სურვილი შეეთავსებინა შეუთავსებელი და აინშტაინის გნოსეოლოგიურ ტრადიციებზე აღზრდილს გააჩნდა დაუკმაყოფილებლობის ის ერთგვარი გრძნობა, რასაც ყოველ დიდ მოაზროვნეს უტოვებს ყოველთვის რთულ და მრავალფეროვან სამყაროს აზრში ასახვის საოცარი პროცესი. მახსოვს ერთხელ, მორიგი ფილოსოფიური სემინარის დროს ბ-ნმა ვაგანმა თავისი ლამაზი, ეშმაკური ღიმილით თქვა: “ფილოსოფია ეს არის, როდესაც ღეჭავ, ღეჭავ და არაფერი გრჩება გადასაყლაპავი". შეიძლება თამამად ითქვას, რომ მის ფილოსოფიურ სემინარებზე მიმდინარე “ღეჭვის” პროცესი იყო სწორედ ის ჯანსაღი და ნაყოფიერი ფონი, რამაც შექმნა ჩვენმი თეორიული აზროენების მაღალი კულტურა.

აღსანიშნავია, რომ ჩეენს დროში, ერთის მხრივ, დაიწყო ჰეგელის დიალექტიკერი მეთოდის გავრცელება მეცნიერებაში (აინშტაინს მეცნიერების ჰეგელსაც კი უწოდებენ), ხოლო, მეორეს მხრივ, აშკარა გახდა, რომ აუცილებელია სოციალურ მეცნიერებებში და ჰუმანიტარულ დარგებში რაციონალური მეთოდის დანერგვა და გამოყენება. თავის დროზე ბეთჰოვენი წერდა: “ჩვენი ეპოქა . საჭიროებს ძლიერი გონების მქონე ადამიანებს, რათა მათ მთელი ძალით შეუტიონ სხვა ადამიანებში ჩაბუდებულ უბადრუკ, ჭირვეულ, მდაბიო და ღარიბ სულებს". დღეს განსაკუთრებით საჭიროა ასეთი ადამიანები! ამიტომაც გვაქვს ესოდენ დიდი ნოსტალგია წარსულის მიმართ და კიდევ უფრო ნათლად ვგრძნობთ იმას, თუ ეხლაც რა დიდი ძალა იქნებოდა ჩვენს გვერდით ვაგან მამასახლოსოვი.

იგი ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ნებისმიერი ფილოსოფიური ხასიათის მსჯელობა, არსებული სულიერი კულტურის, განსაკუთრებით კი მეცნიერული მიღწევების ინტეგრირებული გააზრების გარეშე, იქცევა უაზრო ლაყბობად და ვერ მოახდენს ადამიანის მონაცემებისა და უნარების ვერავითარ კულტირებას. ამის გარეშე კი შეუძლებელია ინდივიდის განვითარება, საზოგადოებრივი პროგრესი და საერთოდ რაიმე გონივრული მიდგომა სამყაროსთან.

ახალმა მეცნიერულმა აღმოჩენებმა ნათლად აჩვენეს მეტაფიზიკური მეთოდის სრული უვარგისობა; დრომ მსოფლიო მასშტაბით მთელი სიმწვავით დააყენა სხვადასხვა სფეროებში დაგროვილი ინფორმაციის ენციკლოპედიური აღქმის ბაზაზე საზოგადოების კულტურისა და ისტორიის გააზრების საჭიროების საკითხი. და სწორედ ამ დროს ბ-ნი ვაგანი ფიზიკაში მიღწეული შედეგების ღრმა გნოსეოლოგიური ანალიზის საფუძველზე აჩვენებდა ადამიანის გონების უდიდეს ძალასა და შესაძლებლობებს. იგი აღნიშნავდა აგრეთვე მემკვიდრეობითობის პრინციპის მნიშვნელობას მეცნიერებაში და სისტემატურად უსმევდა ხაზს იმას, რომ, თუ რაოდენ ღირებულია კვლევის რაციონალური მეთოდის გამოყენება ადამიანის სამყაროსთან ნებისმიერი მიმართების გასააზრებლად. თუ გავითვალისწინებთ იმასაც, რომ მეცნიერული კვლევის პროცესში მიღწეულ შედეგებზე არა ნაკლებ მნიშვნელოვანია თვით კვლევის მეთოდი, მაშინ თავისუფლად შეიძლება ითქეას, რომ ბ-ნ ვაგანს აუდიტორიაში შეჰქონდა მეცნიერული კვლევის ის მეთოდოლოგია და ის კულტურა, რაც ესოდენ საჭირო იყო და აუცილებელი სინამდვილის ასახვის თეორიულ გზაზე მეცნიერების შესაძლებლობების გასაფართოვებლად.

კვანტურმა მექანიკამ აჩვენა კაცობრიობას, რომ დაიმსხვრა კლასიკური რაციონალიზმის მომხიბვლელი იდეალი; თუ ფარდობითობის თეორიაში ჯერ კიდევ შეიძლებოდა სამყაროს მკაცრი , დეტერმინისტული მოდელის შენარჩუნება, კვანტურმა მექანიკამ დაგვანახვა მრაეალფეროვნება, არამდგრადობა და სპონტანურობა სამყაროში, რაც მიუთითებდა უკვე იმას, რომ შეუძლებელია, შემეცნების პროცესში სუბიექტისა და ობიექტის დაპირისპირება და რომ მეცნიერება არ არის “მონოლოგი".

ბ-ნი ვაგანი ყოველთვის ცდილობდა ეჩვენებინა, რომ კვანტური მექანიკა არ მოიცავდა არავითარ მისტიკურ ელემენტს და გააჩნდა სრულიად სრულფასოვანი მეცნიერული ხასიათი. თუ რაოდენ აუცილებელი იყო ეს, ადვილად მივხვდებით, თუ გავიხსენებთ იმ დროისათეის საყოველთაოდ აღიარებულ პოზიტივისტებს: რასელი, ვიტგენშტეინი, კარნაპი, რაიხენბახი, ფრანკი და ბევრი სხვა, რომლებიც პრინციპულად უარყოფდნენ მეცნიერების ობიექტურ ხასიათს და საერთოდ სამყაროს აზრში ასახვის ყოველგვარ შესაძლებლობას. ნიჰილიზმი გავრცელდა ლიტერატურაში და ხელოვნებაშიც; მაგალითად კამიუ წერდა: “მეცნიერების საშუალებით შეიძლება დავიჭიროთ და გადავითვალოთ ფენომენები, მაგრამ ისე, რომ სრულიად ვერ მივუახლოვდეთ ამით სამყაროს გაგებას. ჩემი ცოდნა სამყაროზე არ გაიზრდება მაშინაც კი, თუ მე შევძლებ და შევეხები ყველა მის მუდმივ ხვეულებს. მე მთავაზობენ მხოლოდ და მხოლოდ არჩევანს: აღწერას, რომელიც ჭეშმარიტია, მაგრამ არაფერს ღირებულს არ ამბობს მოვლენაზე და ჰიპოთეზას შორის, რომელსაც ყველაფრის ცოდნაზე აქეს პრეტენზია, მაგრამ არ გააჩნია ჭეშმარიტება".

აინშტაინი წერდა პრინციპულად საწინააღმდეგოს: "არაფერია ისე სასწაული, როგორც ის ფაქტი, რომ სამყარო შემეცნებადია" და კიდევ: “მთელი ჩემი ცხოერების მიზანია შევიმეცნო და აზრში ავსახო იქ, ჩემს გარეთ და ჩემგან დამოუკიდებლად არსებული იდუმალი სამყარო". ბორმა პოზიტივიზმს "სულელური ფილოსოფია" უნოდა. სწორედ ასეთ ვითარებაში ცდილობდა ბ-ნი ვაგანიც კვანტური მექანიკის გნოსეოლოგიური ანალიზის საფუძველზე ეჩვენებინა შემეცნების პროცესის რეალური ხასიათი.

იგი აჩვენებდა იმას, თუ როგორ მიმდინარეობდა ძველი ღირებულებების გადაფასების მტკივნეული პროცესი და ხაზს უსმევდა იმასაც, რომ ამის გამო არ უნდა ჩავვარდეთ ნიჰილიზმში; უნდა შევეგუოთ ფაქტს, რომ არ არსებობს სამყაროზე ერთი, აბსოლუტური ჭეშმარიტება, ხოლო შემთხვევითობა, შეუქცევადობა და პლურალიზმი გამოხატავენ ჩვენი რთული, ევოლუციონირებადი სამყაროს ხასიათს; დაიწყო ადამიანის ახალი დიალოგი სამყაროსთან და ბორმა გამოაცხადა: "ყოფიერების სცენაზე ჩვენ ერთდროულად ვართ მსახიობებიც და მაყურებლებიც".

ყოველივე ეს უჩვეულო იყო და მოულოდნელი. ამაზე მეტყველებს აინშტაინის განწყობილება სამყაროსადმი ადამიანის ახალ მიმართებასთან დაკავშირებით. იგი წერდა: “ეს იყო ისეთი შეგრძნება, თითქოს მიწა გამომეცალა ფეხქვეშ და არსად არ იყო მყარი ნიადაგი, რაზეც შეიძლებოდა შენება." ჰაიდეგერთან ვკითხულობთ: “ის, რისიც ეშინია შიშს, არის ყოფნა ამ სამყაროში". ცნობილმა კუბისტმა მხატვარმა ბრაკმა განაცხადა: “ყოეელივე ეს მოგვაგონებს მდუღარე ნავთის დალევას". პრიგოჟინმა თქვა: “ჩვენ უნდა ვაღიაროთ, რომ ვცხოვრობთ პლურალისტურ სამყაროში, მაგრამ აღიარება ამისა ძნელია".

მას შემდეგ, რაც ნიცშემ მოკლა ღმერთი, ადამიანი, რომელმაც იგრძნო თავისუფლება, დაიბნა. მან ვერ გაარკვია ის, სად, როგორ და რაში უნდა გამოიყენოს თავისუფლება, განსაკუთრებით კი გაუჭირდა ყოფიერების ბინდ-ბუნდში ერთმანეთისაგან განესხვავებინა კეთილი და ბოროტი. შეიცვალა კულტურის სივრცე, შემოვიდა ახალი ზნეობა. რევოლუცია მოხდა ხელოვნებაში და ცვლილებები განიცადა ფერწერამ, მუსიკამ. “ყველაფერი ნებადართულია?" კითხულობს დოსტოევსკის შოკირებული გმირი, რომელმაც დაკარგა ორიენტირი ცხოერებაში. “ადამიანი დაწყევლილია თავისუფლებით" - თქეა ამ სირთულეების გამო სარტრმა. და ბოლოს, ყველაფერთან ერთად დაიკარგა აბსოლუტი და განუზღვრელობა გამოჩნდა მეცნიერებაში.

ჰაიზენბერგი წერდა: “მე მეშინია, რომ საჭირო იქნება კიდევ ერთი ასწლეული, იმისათვის რომ კარგად გავიგოთ მთელი ეს ახალი მეცნიერული მასალა და მისი პრაქტიკული, პოლიტიკური, ეთიკური და ფილოსოფიური შედეგები."

ბ-ნი ვაგანი თავისი მოღვაწეობით ეხმარებოდა საზოგადოებას ამ შედეგების გაცნობიერებაში და გვიჩვენებდა, რომ კვანტურმა მექანიკამ მოახერხა თეორიული აზრის ისეთი რევოლუციონირება, რაც შეშურდებოდა თვით ხელოვნებასაც კი. იგი გვიჩეენებდა, რომ თეორიული ბუნებათმეცნიერება, რომელიც აქამდე ისწრაფვოდა მხოლოდ მკაცრ ლოგიკურ კონსტრუქტებში სამყაროს ზუსტი ასახვისკენ, დღეს გახდა თვისებრიეად ახალი, გამოამჟღავნა დამოკიდებულება ადამიანურ ფაქტორზე, გაითავისა ემოციის ენა და ფილოსოფიური ხედვები და შემოიტანა ცოდნაში ისეთი არაცხადი და არათვალსაჩინო წარმოდგენები სამყაროზე, სადაც აღიარებულია ალბათობა, პოლიფონიურობა და უარყოფილია აბსოლუტი.

საერთოდ, ამგვარი რეეოლუციური გარდაქმნებისა და ძირითად ღირებულებათა გადაფასების პერიოდში, პროფესიულად ძლიერი და პიროვნულად მყარი ადამიანები შუქურებივით არიან საზოგადოებისათვის. სწორედ ასეთი ორიენტირის როლს ასრულებდა ბ-ნი ვაგან მამასახლისოვი. მახსოვს, თავის ბოლო იუბილეზე, რომელიც სამეცნიერო კონფერენციის სახით ჩატარდა, საბოლოო სიტყვაში ბ-ნმა ვაგანმა წარმოთქვა: “მე რა შემიძლია ამაზე მეტი, ვდგავარ ამ კათედრასთან და ვკითხულობ ლექციებს და გაძლევთ პატიოსან სიტყვას, რომ ეს ასე იქნება ჩემი ცხოვრების ბოლო წუთამდე". მან თავისი სიტყვა პირნათლად შეასრულა, იგი კათედრიდან ჩამოუსვლელად წავიდა ჩვენგან; მაგრამ წავიდა ძალიან ადრე, მოულოდნელად და ამიტომაც გვატკინა გული. ჩვენ კი დაგვრჩა კეთილი და საოცრად თბილი მოგონებები და კიდევ ნატვრა იმისა, რომ არ გამოლიოს არასოდეს ღმერთმა ჩვენს გზაზე ამგვარი ადამიანები. დიდი რუსი ფილოსოფოსი სოლოვიოვი წერდა: “ადამიანი ეს არის ზნეობრივი და გონებრივი გარკვეულობა". ჭეშმარიტად!

გილდა სიხარულიძე











Гокиели, Леван Петрович




Лева́н Петро́вич Гокие́ли (1901—1975) — грузинский математик и философ, член-корреспондент Академии наук Грузинской ССР (1961). Выпускник (1924) Тбилисского университета, в котором и проработал всю жизнь. Первый доктор физико-математических наук, защитивший диссертацию в ТГУ. С 1936 г. — профессор, с 1935 г. — также сотрудничал в Математическом институте АН Грузинской ССР. Работы по вопросам обоснования и парадоксам теории множеств, проблемам философии и обоснования математики, взаимоотношений математики и философии, логики и математики, логики и диалектики, математическим рукописям Карла Маркса.

Избранные труды


  • Введение в математический анализ
  • Дифференциальное исчисление
  • Курс математической логики
  • О природе логического . — Тб., 1958
  • Логическая природа декартовского аргумента
  • Вопросы философии, 1967, № 3, с. 112—116
  • Формы мышления. — М., 1962 (в соавторстве, на рус. яз.)









ლევან გოკიელმა უნივერსიტეტი დაამთავრა1924 წელს და ის იყო პირველი და ერთადერთი მათემატიკოსი ამ პირველ გამოშვებაში. როგორც წარჩინებული კურსდამთავრებული, მკაცრი და მომთხოვნი ანდრია რაზმაძის უახლოესი და პირველი მოწაფე, ლ.გოკიელი დატოვებულ იქნა უნივერსიტეტში საპროფესოროდ მოსამზადებლად. უკვე უნივერსიტეტის დამთავრებისას ლ.გოკიელის მეცნიერული ინდივიდუალურობა იმდენად იყო გამოკვეთილი, რომ ისეთი ძლიერი ხასიათის კაცსაც კი, როგორიც მისი ხელმძღვანელი ა.რაზმაძე იყო, არ შეეძლო მისთვის თავს მოეხვია თავისი თემატიკა და შეხედულებები, მიუხედავად ამისა, არ შეიძლება ითქვას, რომ რაზმაძის შეხედულებებს არ ეთამაშოს დიდი როლი გოკიელზე თემატიკის არჩევაში.

XYIII-XX საუკუნეებში მათემატიკური ანალიზის ბრწყინვალე განვითარებამ XX საუკუნის დასაწყისისათვის, როგორც თავისი იდეური საფუძველი, წარმოშვა ახალი მათემატიკური დარგი - ნამდვილი ცვლადის ფუნქციათა თეორია, ხოლო ამ უკანასკნელმა, კვლავ როგორც თავისი საფუძველი, რომელშიც საკვანძო და პრინციპული საკითხების გადაწყვეტა უნდა მომხდარიყო - სიმრავლეთა თეორია. აქედან დაწყებული სიმრავლეთა თეორია და თვით მისი დაფუძნების საკითხები ამ მიმართულებით მომუშავე მათემატიკოსების კვლევის ძირითადი უბანი გახდა. ლევან გოკიელმა სწორედ ამ დარგში დაიწყო მუშაობა და ეს დიდი გაბედულება იყო, იმიტომ, რომ ამ საკითხებს ძირითადად მხოლოდ მათემატიკის უკვე სახელმოხვეჭილი წარმომადგენლები ჰკიდებდნენ ხელს: ჰილბერტი და კანტორი, დიდი პუანკარე და პეანო, აგრეთვე უაიტჰედი, რასელი, ვაილი, ბროუერი და სხვ

1934 წელს ლ.გოკიელმა დაიცვა სადოქტორო დისერტაცია პირდაპირ საკანდიდატო დისერტაციის დაცვის გარეშე. ეს იყო პირველი სადოქტორო დისერტაცია, რომელიც დაცული იქნა საქართველოში მათემატიკურ და მის მომიჯნავე მეცნიერებებში. მისი ოპონენტები იყვნენ ცნობილი მეცნიერები: ნ.მუსხელიშვილი, ა.ხარაძე და მოწვეულთაგან გამოჩენილი მათემატიკოსი აკად. ა.კოლმოგოროვი.

ის, თუ რამდენად აფასებდა ლ.გოკიელს მომთხოვნი და უნივერსიტეტის კეთილდღეობისათვის მზრუნველი ა.რაზმაძე, იქიდან ჩანს, რომ როდესაც იგი ლ.გოკიელის პირველ ლექციას დაესწრო, დამთავრებისთანვე აუდიტორიას განუცხადა, რომ კმაყოფილია ლექციით და ამის შემდეგ მსმენელთა ერთი ნაწილი დაესწრება მის ლექციებს, მეორე ნახევარი კი ლ.გოკიელის ლექციებსო. შემდეგ კი ა.რაზმაძეს ხელის გაშვერით თვითონ გაუყვია აუდიტორია ორ ნაწილად და უთქვამს, თუ რომელი ნაწილი ვის დაესწრებოდა. ასე მოხდა, რომ 1927-28 წ.წ. 1-ი კურსი გაიყო ორ ნაწილად - თავისი საგნების - ანალიზის შესავლის და დიფერენციალური აღრიცხვის წაკითხვა ა.რაზმაძემ თითონ განაგრძო, ხოლო მეორე ლ.გოკიელს მიანდო. ეს უბრალო ამბავი როდი იყო: ძლივს რომ მოვიპოვეთ, იმ უნივერსიტეტის პირველი გამოშვების წარმომადგენელი ღირსეულად იბარებდა უმნიშვნელოვანესი საუნივერსიტეტო კურსის ხელმძღვანელობას.

ამ სტრიქონების ავტორს ბედნიერება ჰქონდა მეორე წელსვე ყოფილიყო მისი სტუდენტი... არაჩვეულებრივად მიმზიდველი, თითქმის ჯადოსნური გახდა ჩვენთვის უსასრულოდ დიდის, წარმოებულის და სხვა ცნებები. ამ ცნებებში ჩვენ გვინდოდა დაგვენახა მეტი, ვიდრე პირველკურსელმა უნდა დაინახოს და ვიდრე ისინი სინამდვილეში არიან წმინდა მათემატიკური თვალსაზრისთ. ამიტომ მივმართავდით ყოველგვარ წიგნებს და გვიხაროდა, რომ ჩვენი ლექტორის ახსნა - განმარტება და მიდგომა ყოველთვის უფრო ღრმა და ამომწურავი იყო, ვიდრე იმ უცხოელ ცნობილ ავტორთა გადმოცემები. გვახარებდა ისიც, რომ ანდრია რაზმაძის მოწაფემ შეძლო დიდი მასწავლებლის კურსთა ციკლში მნიშვნელოვანი ხარვეზის შევსება (როგორც ცნობილია, ა.რაზმაძემ მოასწრო მხოლოდ ანალიზის შესავლისა და ინტეგრალთა აღრიცხვის კურსების, მაგრამ არა დიფერენციალთა აღრიცხვის კურსის გამოცემა).

დიდი ცოდნის კაცი არა მარტო თავის დარგებში, არამედ ჰუმანიტარულ მეცნიერებებშიც, მხატვრულ ლიტერატურაში დიდად ნაკითხი, ხელოვნების, განსაკუთრებით მუსიკისა და მხატვრობის მოტრფიალე და მცოდნე, საუბრისა და ხუმრობის მოყვარული, კეთილის მსურველი ადამიანი - იგი იზიდავდა ყველას და ყველა კმაყოფილი იყო მასთან ურთიერთობით. მაგრამ არ უნდა ვიფიქროთ, რომ მის ბაგეთაგან მარტო თაფლი მოედინებოდა. იუმორის გრძნობა და მახვილი თვალი საშუალებას აძლევდა მას ხშირად საკადრისად წარმოედგინა ბევრი ხეპრე, მლიქვნელი ადამიანი, თვითონაც გულიანად ეცინა და სხვებიც გაემხიარულებინა.

ფილოსოფიის ინსტიტუტში ლ.გოკიელი ხელმძღვანელობდა ლოგიკის განყოფილებას. განსაკუთრებით ნაყოფიერი აღმოჩნდა კონტაქტები ფილოსოფოსებთან. ამ კონტაქტების ღრმა კვლევა მომავლის საქმეა და ის სპეციალისტებმა უნდა გააკეთონ. აქვე უნდა აღვნიშნოთ ის უაღრესად სასარგებლო მეცნიერული ურთიერთობა, რომელიც დამყარდა ლ.გოკიელსა და ცნობილ ფილოსოფოს ს.წერეთელს შორის. თავისმა ადრინდელმა მუშაობამ ლ.გოკიელი მიიყვანა მათემატიკის დაფუძნების საკითხებიდან თვით ლოგიკის დაფუძნების საკითხებამდე. მეორეს მხრივ, დიდი ნაწილი ამ მუშაობისა კრიტიკული ხასიათის იყო, იგი იძულებული გახდა აღენიშნა არსებული თეორიების ის ნაკლოვანებები, რომლებიც უშლიდნენ მათ ხელს დაფუძნებად გამომდგარიყვნენ. ს.წერეთლის გავლენითო - ამბობს ლ.გოკიელი - მე ნათლად შევაფასე ის მდგომარეობა, რომ ჩემს წინა შრომებში სისტემატურად გამოყენებული ლოგიკური სვლა ლოგიკური დასკვნის სახეობას წარმოადგენს. ამ სახეობას ლ.გოკიელმა ძირეული დასკვნა უწოდა და მის დამუშავებას მთელი ბოლო წლები მოანდომა.

გ.ჭოღოშვილი
ნაწყვეტი წიგნიდან "ლევან გოკიელი",
საქართველოს სსრ მეცნიერებათა აკადემია,
"მეცნიერება",1976წ.



ბ-ნმა ლევანმა მიჩვენა პირველად, თუ რა საინტერესოდ ვლინდება დიალექტიკა მათემატიკურ აზროვნებაში, მომცა იდეა და დიდი რწმენა იმისა, რომ კვლევას ამ მიმათულებით აქვს უდიდესი მნიშვნელობა, რეალურია და განხორციელებადი. საუბრები მასთან იყო დაუვიწყარი და დღემდე მაძლევენ სტიმულს მუშაობაში. მან დამანახა პირველად დიალექტიკის ძალა და ის ფაქტი, რომ დიალექტიკა არის სწორედ ის ერთადერთი და ძირითადი პრინციპი, რომელსაც შეუძლია ჩვენი რთული და შემთხვევითობით სავსე რეალობის შემეცნებისას შეგვანარჩუნებინოს რწმენა იმისა, რომ ნებისმიერი კვლევის ერთი შეხედვით უკიდურესად დაპირისპირებული, ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ლაბირინთებში, როდესაც სახეზეა განუზღვრელობა და იძულებულნი ვართ ვილაპარაკოთ ალბათობაზე, არსებობენ მაინც იმანენტური კავშირები, ჰარმონია და აუცილებლობა, რაც არის სწორედ ახალი კანონზომიერებებისა და წესრიგის საფუძველი.

დღეს კულტურის ყველა სფეროში: მეცნიერება, ხელოვნება, პოლიტიკა და სხვ. მიმდინარეობს ახალი ენის ფორმირება. მთავარი სკანდალი ყველგან გამოიწვია შემთხვევითობის აღიარებამ და თავისუფლების ცნების ფაქტორმა. ბუნებათმეცნიერებამ აქტიურად დიაწყო უნივერსუმის სურათში არამდგრადობის კონსტრუქციულად შემოტანა და დამკვიდრება. ფიზიკურ მოვლენებში თავი იჩინა ახალმა დინამიკამ, გაიზარდა დროის მომენტის მნიშვნელობა და ერთმანეთს დაუახლოვდნენ ადამიანის შიდა და გარე სამყაროები. ამან, თავის მხრივ, მოითხოვა კლასიკური, ტრადიციული მსოფლმხედველობრივი პარადიგმის სერიოზული ცვლილება. ადამიანმა, პირველად კაცობრიობის ისტორიაში, დაიწყო ბუნებასთან დიალოგი ბუნების შიგნიდან. "ყოფიერების სცენაზე ჩვენ ერთდროულად ვართ როგორც მაყურებლები, ასევე მსახიობებიც" - თქვა თავისი ისტორიული ფრაზა ბორმა. მოხდა ისე, რომ, თუ აქამდე მხოლოდ მათემატიკაში იდგა მეცნიერული თეორიის საფუძვლების კვლევის საკითხი, დღეს ბუნებათმეცნიერებამაც (განსაკუთრებით ფიზიკამ) მოითხოვა უკვე იგივე: "ფიზიკოსს განსაკუთრებით აინტერესებს დღეს თავისი თეორიის საფუძვლების კვლევა" - დაწერა აინშტაინმა.

პარალელურად ადამიანი მიხვდა იმას, რომ მისი ცხოვრების მიზანია მოქმედება, რომ ამ დროს უდიდესი ღირებულება გააჩნია თავისუფლების ცნებას და რომ პიროვნების ფორმირების მთავარი საფუძველია განათლება. ადამიანმა კარგად გააცნობიერა უკვე, რომ ცხოვრების ყველა სფეროში, მათ შორის პოლიტიკაშიც, საჭიროა და აუცილებელი, მეცნიერების მსგავსად, აზრების პროფესიულ ფორმატში მოყვანა. ეს კი გულისხმობს აზრთა შინაარსობრივ დახვეწას და ლოგიკურ ანალიზს. მეცნიერება არის დღეს მთავარი ორიენტირი ადამიანისათვის ცხოვრებაში. დიალექტიკა კი არის სწორედ ის ურთულესი და ყველაზე მნიშვნელოვანი სფერო, რომელსაც სისტემატურად ჭირდება სერიოზული გადააზრება ახალ კულტურაზე გადასვლის პროცესში. ასე რომ, მომავალმა თაობებმა არ უნდა დაკარგონ, პირიქით, უნდა განაგრძონ და განავითარონ ბ-ნ ლევანის მიერ უდიდესი შრომით გაკვალული, უაღრესად საინტერესო გზა დიალექტიკის სფეროს კვლევაში. აქ შესანიშნავად ჩანს როგორც ახალი რაციონალიზმის ძირითადი არსი, ასევე ახალი მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ფორმირების აუცილებლობა. მისი ნაშრომები უდავო პროგრესია მსოფლიო ფილოსოფიური აზროვნების კულტურაში და კიდევ ერთხელ ნათლად აჩვენებს ქართული თეორიული აზრის სიძლიერეს.

გილდა სიხარულიძე














КАКАБАДЗЕ Зураб Мефодьевич
(1906 - 1975)


КАКАБАДЗЕ Зураб (1926-1982) - грузинский философ, культуролог, поэт. В 1950 окончил философский факультет Тбилисского университета, в 1953 там же аспирантуру, там же и работал. С 1958 до конца жизни заведовал отделом эстетики в Институте философии АН Гр. ССР. Учился у Ну-цубидзе, С.Б. Церетели, Бакрадзе и др. К. стал аспирантом, другом и преемником последнего. Широкий резонанс вызвала работа К. "Проблема "экзистенционального кризиса" и трансцендентальная феноменология Эдмунда Гуссерля" (1966). Известен также работами "Человек как философская проблема" (1970) и "Феномен искусства" (1980). Круг основных интересов К. очерчен двумя фундаментальными темами: культура и философская антропология, одним из "зачинателей" которой он и явился в рамках бывшего СССР.К. исходил из положения о специфической детерминации человеческой жизни прежде всего со стороны смыслов и значений культуры, соотносимых с целевыми механизмами человеческой деятельности, задаваемыми иерарархиями ценностей. За иерархиями ценностей им усматривалась соответствующая иерархия бытия, "градуируемого" от небытия к "более-чем-бытию". Следующая ось анализа - соотношения пониманий бытия эпохой и пониманий бытия конкретными субъектами, человеком. При этом основная детерминация человеческой жизни идет не из прошлого и исходит не из настоящего, а из "точки" абсолютного бытия. Это детерминация посредством свободы, считает К. Сущность свободы заключается в способности преодоления инерции фактического бытия, открытия себя для абсолюта. К. констатирует исчерпанность субъект-объектной схемы для понимания современных социокультурных процессов и показывает тот кризис, к которому привела основанная на этой схеме европейская концепция "бытия-в-природе". К. предлагает концепцию "бытия-в-качестве-природы", в которой человек как бы "помогает" природе реализовать самое себя, так как ее "собственно-первоначальный строй вовсе не случаен и не бессмысленен". В отношении же специфики современной социокультурной ситуации утверждается приоритетность индивидуального начала, также выпадавшего из классических схем анализа. Индивидуальность есть различимость. Неразличимость означает повторяемость, повторяемость - заменимость, заменимость же разрушает связь людей - "если я одного могу заменить другим, то ясно, что ни один из них, по существу, не связан со мной". Основной же принцип бытия - в мире - это следование должному, но не просто как возможному, а как требуемому возможному, т.е. как соответствующему "универсально-объективной тенденции бытия". Личностное требует единения с универсально-объективным. Однако человеческая природа изменчива, а сам человек склонен к самообману либо в самопознании, либо в гипертрофированно понимаемом "интересе" (в частности, классовом). Поэтому столь важно видеть себя всегда на фоне других, т.е. на фоне иных возможностей бытия ("иначе-бытия"), что возможно лишь при условии свободы человека и возможности занятия им рефлексивной позиции, т.е. при "стоянии на самом себе как данном решении" в конкретном поступке, "выходя за пределы объективного бытия". Основная ловушка при этом - самообман по поводу значимости собственного бытия. Боясь несвободы, человек еще больше боится свободы. Риск свободы (потеря почвы под собой и попадание в пропасть небытия) порождает склонность к отказу и бегству от нее. Бытие равно заключает в себе эти две возможности - следования несвободе (необходимость как инерция) или следование свободе (необходимость самодвижения). Выбор всегда остается за человеком - или он остается в "данности", или приобщается к "бесконечности". Свободное поведение есть поведение, совершаемое при возможностях иного поведения. Природа человека не сводима к его социальности. "Совершенно безличные существа не могут организовать себя в виде общества". Если мы "теряем" личность в пользу общества, то мы теряем и (хотя бы частично) критерии для оценки этого последнего. Отсюда основной принцип философии - принцип "Я-в-мире". Философия, исходившая из позиции отвлечения от собственного бытия философа и мерявшая человеческое бытие "категориями" (т.е. по формам бытия абстрактного мира), прошла мимо человека. Философия, ставшая на позицию "я-в-ми-ре", движется в направлении человека (философия жизни, феноменология позднего Гуссерля, экзистенциализм, ранний Маркс, французский структурализм как реакция на односторонне акцентированную свободу). Следуя по этому пути, философия должна стать самокритикой, включающей в себя критику эпохи, и утвердить себя как философскую антропологию. В.Л. Абушенко



მას ჰქონდა უკვდავთა ღიმილი

მახსოვს, როდესაც ბ-ნი ზურაბის წიგნი “Проблема “экзистенциального кризиса» и трансцендентальная феноменология Эдмунда Гуссерля» გამოვიდა, მაშინ მოსკოვში ვიყავი და ფილოსოფიის ინსტიტუტში ვესწრებოდი ნ.მოტოროშილოვას სადოქტორო დისერტაციის დაცვას, რომელიც ასევე ეხებოდა ჰუსერლის ფენომენოლოგიას. დაცვის პროცესში შევნიშნე, რომ საბჭოს წევრთა ერთი ჯგუფი დიდი ინტერესით კითხულობდა რაღაც წიგნს და ისე ხმამაღლა გამოხატავდნენ თავიანთ აღტაცებას, რომ რამდენჯერმე საბჭოს თავმჯდომარის შენიშვნაც კი დაიმსახურეს. შესვენების დროს ვერ მოვითმინე და ახლოს მივედი მათთან. აღმოჩნდა, რომ ეს იყო ბ-ნ ზურაბის ახალი წიგნი. ძალიან გამეხარდა და ვთქვი, რომ საქართველოდან ვიყავი და ახლოს ვიცნობდი ავტორს. “ეს რა ბრწყინვალე წიგნები იწერება თურმე თქვენთანო” - მითხრეს მათ და ძალიან მთხოვეს, რომ როდესაც შევხვდებოდი, მეკოცნა მისთვის და მადლობა მეთქვა იმ დიდი სიამოვნებისათვის, რაც მათ ამ ნაშრომმა განაცდევინა. ჩამოსვლისთანვე დიდი სიამოვნებით შევასრულე მათი თხოვნა და ფაკულტეტზე ყველას თვალწინ გადავეცი დანაბარები... ბ-ნმა ზურაბმა კი მისთვის ჩვეული თავმდაბლობით მიიღო ყოველივე.

ბ-ნი ზურაბის წარწერებით ნაჩუქარი მისი წიგნები დღესაც ჩემი სამაგიდო წიგნებია. მათში კულტურის სფეროს ფუნდამენტური ანალიზის საფუძველზე საოცარი სიზუსტით და სიღრმით არის გამოკვეთილი ХХ1 საუკუნის მსოფლმხედველობრივი პარადიგმის ყველა თვისებრივად ახალი კომპონენტი და ჩვენი დროის ჰუმანიზმის საკითხთან დაკავშირებული ყველა ძირითადი პრობლემა.

ჩემს უდიდეს პატივისცემას ბ-ნი ზურაბის მიმართ კი გამოვხატავ იმით, რომ ფრთხილად მივყვები იმ ძალზედ საინტერესო და რთულ გზას, რომელიც ჩვენმა ხელმძღვანელმა ბ-ნმა კოტე ბაქრაძემ გვიჩვენა და რაც ესოდენ კარგად გაკვალა შემდგომ ბ-ნმა ზურაბმა თავისი ნაშრომებით, განსაკუთრებით კი ჰუსერლის ფენომენოლოგიის იმ ძალზედ საინტერესო და ინოვაციური ინტერპრეტაციით, რამაც დღეისათვის კიდევ უფრო მეტი ჟღერადობა და აქტუალობა შეიძინა. ნათელი იყოს მისი ხსოვნა იმ დიდი შრომისათვის, რაც მან გასწია და იმ უდიდესი კვალისათვის, რაც მან ქართულ, და არა მარტო ქართულ ფილოსოფიურ აზროვნებაში დატოვა.

გილდა სიხარულიძე